დასახელება:
სტაჟიორი
|
მომწოდებელი:
ეისითი
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 აგვისტო
|
კვლევისა და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია "ეისითი" ეძებს სტაჟიორს, რომელიც შემოუერთდება მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს საუკეთესო შედეგების მიღწევის პროცესში.
პოზიცია: სტაჟიორი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 (ჰიბრიდული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 სთ შესვენებით)
რა არის ჩემი პოზიციის/როლის მთავარი მიზანი?
კონსალტინგის პროექტების ანალიტიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
რისი გაკეთება მომიწევს?
** ბიზნეს ანალიტიკოსების ასისტირება: კლიენტისთვის მისაწოდებელი მასალების (შეთავაზების დოკუმენტი, ანალიტიკური ანგარიშები, პრეზენტაციები, ხელშეკრულებები, ანალიტიკური მოდელები) მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** პროექტის გეგმის გაწერის პროცესში მონაწილეობა;
** ტრანსკრიპტების მომზადება და დაშლა;
** ინტერვიუების ჩატარება;
** შეხვედრების, ფოკუს ჯგუფების და ვორქშოფების ორგანიზება.
რა ცოდნა მჭირდება?
** ბიზნესის ადმინისტრირება (BA)
** კვლევის მეთოდების საბაზისო დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (C1)
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
რა სამუშაო გამოცდილება მჭირდება?
სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი
რა უნარები დამეხმარება ჩემი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** თვითორგანიზებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** გამართულად წერის უნარი
** პრეზენტაციის მომზადების უნარი
ეისითი კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30 -ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.act-global.com
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|