Робота для біженців з України
მობრუნების საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მობრუნების საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას მობრუნების საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში, მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალა https://goo.gl/maps/7nuh6s5gm1cvmWAi7

ჩვენი კომპანია უკვე 10 წელზე მეტია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას საქართველოში.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე http://rdzisame.ge/ka

მინიმალური განათლება: საშუალო

სამუშო გრაფიკი:

** ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ცვლებში
** დასვენება: კვირა
** ანაზღაურება: 1100

ძირითადი მოვალეობები:

** მობრუნებული პროდუქციის აღრიცხვა და დასაწყობება
** ტარა-მასალის მიღება, დასაწყობება, გარეცხვა

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** დაკვირვების უნარი
** მათემატიკური უნარები

ჩვენ გთავაზობთ:

** კომპანიის ხარჯზე დღეში ერთჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

თუ გაქვთ სურვილი ითანამშრომლოთ ჩვენს კომპანიასთან და გახდეთ სიკეთით სავსე გუნდის წევრი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 579 14 48 57, სოციალური ქსელის საშუალებით @svanuri, ან თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@svanuri.ge

გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!
გისურვებთ წარმატებებს!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული რძის პროდუქტების" მიერ (ს/კ:245444764), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: info@rdzisame.ge

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე