Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯინო აკვაპარკი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.

"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის შესახებ კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება;
** გაყიდვის შემდგომი მომსახურების მონიტორინგი
** მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა;
** ხელშეკრულებების გაფორმება, ვადების კონტროლი
** ყოველთვიურად მომსახურების შესაბამისი ინვოისების მიწოდება
** მომხმარებლებთან დოკუმენტაციასთან მუშაობა
** კომუნიკაცია მომწოდებლებთან, მოლაპარაკებები და საოპერაციო საკითხების გადაწყვეტა
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების / მარკეტინგის, ან მონათესავე სფეროებში)
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელზე ორიენტირებისა და კარგი კომუნიკაციური უნარები
** მაღალი ემოციური ინტელექტი
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა და ინიციატივიანობა

დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე