დასახელება:
ERP სისტემის უმცროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 27 აგვისტო
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ERP სისტემის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი.
ლოკაცია: ქ.თბილისი
ანაზღაურება: 1000-1300ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ERP სისტემის მომხმარებლების მხარდაჭერა — პრობლემების იდენტიფიცირება, გადამისამართება და მონიტორინგი;
** მომხმარებელთა პროფილების, როლებისა და წვდომების მართვაში დახმარება;
** შიდა გადაცემების (ინვენტარის მოძრაობის) პროცესის მონიტორინგი და დოკუმენტური კონტროლი;
** ნეგატიური ნაშთების (წითელი ნაშთების) კონტროლი — ERP სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით მინუსში გასული პროდუქციის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** ფასდაკლებებისა და აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა — სისტემაში აქციური ციკლების შექმნა;
** პროდუქტების იმპორტი — Excel ან სხვა ფორმატებიდან პროდუქტების მონაცემთა ატვირთვა;
** ახალი ფუნქციონალის ტესტირებაში მონაწილეობა;
** ტესტირებული მოდულების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** ინგლისური ენის ცოდნა, დოკუმენტაციის წაკითხვისა და დამუშავების დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ინსტრუქციების ზუსტად მიყოლის უნარი;
** გუნდურობა;
** საქმიანობის ორგანიზების, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** ინფორმაციის ანალიზისა და პრობლემის პირველადი შეფასების უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: lifevy.net@gmail.com
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ "ERP სისტემის უმცროსი სპეციალისტი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 აგვისტო.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|