დასახელება:
ფრონტ ოფის სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
სასტუმრო "Billionaire Hotel by Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
დეპარტამენტი: ფრონტ ოფისი
უშუალო ხელმძღვანელი: ფრონტ ოფის მენეჯერი
მდებარეობა: ბათუმი, ჟიული შარტავას ქ. N8
გრაფიკი: 08:00 - 16:00 და 16:00 - 00:00 (5/2)
მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
** ფრონტ დესკის თანამშრომლების ზედამხედველობა სამუშაო პროცესში
** ფრონტ დესკის თანამშრომლებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება და მათი მოტივირება.
** სტუმრების მომსახურება, საჭირო ინფორმაციის მიწოდება, დახმარება, მათი პრობლემების სწრაფად, ეფექტიანად და თავაზიანად მოგვარება.
** ოთახების სტატუსის გადამოწმება და გაკონტროლება, დეპარტამენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
** ჯავშნების მიღება და სასტუმროს დატვირთულობის კონტროლი
** ფრონტ დესკის სალაროს კონტროლი.
** ფრონტ დესკისა და სასტუმროს ჩანიშვნების წიგნაკის კონტროლი.
** პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება FO მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში.
** სხვა დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
ბენეფიტი:
** კვება;
** ტრანსპორტირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენა - B2/C1 დონე (თურქულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@billionairehotel.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო "Billionaire Hotel by Wyndham Batumi" გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას.
|
|
|
|