Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: GMC Motors
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს ჯიემსი მოტორსი "GMC Motors" სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის ლიდერი კომპანია, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2013 წლიდან. კომპანიის ძირითადი საქმიანობა შემოიფარგლება ტექნიკის, აგრეგატების, ნაწილების და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტით და გაყიდვებით.

ჯიემსი მოტორსის მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ იქნა აღიარებული შვეიცარიული ბიზნეს რეიტინგების მიხედვით. ამ წარმატებების შედეგად, კომპანიამ 2022, 2023 და 2024 წლებში საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულების განვითარებისათვის შეტანილი წვლილისთვის არაერთი ჯიილდო მოიპოვა.

კომპანიის ზრდის მასშტაბებიდან გამომდინარე ცხადდება ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. საქმიანობის ძირითადი სფერო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების გაყიდვაა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი - ახალი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება დისტრიბუტორებთან, საცალო მოვაჭრეებთან და საბოლოო მომხმარებლებთან (მაგ: ფერმერებთან);
** გუნდის მენეჯმენტი - გაყიდვების ახალი გუნდის დაკომპლექტება, მომზადება და გაკონტროლება, რათა მათ კარგად შეასრულონ თავიანთი ფუნქცია. სახელფასო სისტემის აწყობა-შექმნა;
** პროდუქტის შესწავლა და პოპულარიზაცია;
** გაყიდვების ოპერაციები - კლიენტებთან და დისტრიბუტორებთან კონტრაქტების, ფასების და პირობების შესახებ მოლაპარაკება;
** მუდმივად საქმის კურსში ყოფნა და უზრუნველყოფა შეკვეთის დროული დამუშავების, მიწოდებისა და თანხის დროულად შეგროვების შესახებ. უშუალოდ პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ;
** გაყიდვების გუნდის წარმომადგენელსა და მომხმარებელს შორის კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში დროული რეაგირება და პრობლემის ადგილზე მოგვარება დროულად;
** ბაზრის ანალიზი და ანგარიშგება - ეტაპობრივად ბაზრის კვლევა ახალი პროდუქტების დამატებისთვის თუ ურთიერთობების სტრატეგიის შეცლისთვის;
** ახალი სადისტრიბუციო არხების ან პარტნიორობის იდენტიფიცირება და განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** სავალდებულოა MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:

** თავისუფალი გრაფიკი;
** ოფისის ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, CV/რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: salome.bendeliani@eg.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე