დასახელება:
ექიმი ნევროლოგი/ოჯახის ექიმი
|
მომწოდებელი:
სამკურნალო ცენტრი სიმეტრია
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
სამკურნალო ცენტრი "სიმეტრია" არის ხერხემლისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების რეაბილიტაციისა და მკურნალობის ცენტრი. ჩვენ 2017 წლიდან ვმუშაობთ საქართველოს ტერიტორიაზე.
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი ექიმების, რეაბილიტოლოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან. ახალი პაციენტების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. ჩვენ უკვე მივაღწიეთ დიდ შედეგებს და გვაქვს ყველაზე ამბიციური გეგმები უახლოეს მომავალში.
ჩვენ ვეძებთ კოლეგას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე: ექიმი ნევროლოგი/ოჯახის ექიმი
მოვალეობები:
** პაციენტების ამბულატორიული მიღება (საწყისი კონსულტაციები).
** ცენტრის მეთოდების საფუძველზე მკურნალობის გეგმის შედგენა;
** მკურნალობის პროცესში პაციენტების შემდგომი დახმარება და კონტროლი.
** სამედიცინო ჩანაწერების წარმოება
მოთხოვნები:
** უმაღლესი პროფესიული სამედიცინო განათლება
** მოქმედი სერტიფიკატის არსებობა
** უპირატესობა მიენიჭება, დამატებითი განათლების/სერტიფიკატების არსებობას
** ფუნქციური დიაგნოსტიკა, რეაბილიტაცია
** რუსულის, ინგლისურის ცოდნა სასაუბრო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად
პირადი თვისებები: პასუხისმგებლობა, დისციპლინა, ზრდილობა და პაციენტებთან სწორი კომუნიკაცია, თვითგანათლებისა და პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი ხელფასი (ინდივიდუალურად განიხილება ინტერვიუს შემდეგ)
** განრიგი 6/1
** კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის მომსახურებაზე (მეგობრებისა და ნათესავების ჩათვლით)
** ტრენინგი და პროფესიული განვითარება კომპანიის ხარჯზე.
** კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში მონაწილეობა
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr.symmetria.ge@gmail.com (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
|
|
|
|