დასახელება:
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სამედიცინო ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
სამედიცინო ცენტრი ეძებს პასუხისმგებელ და დეტალებზე ორიენტირებულ ხარისხის კონტროლის სპეციალისტს, რომელსაც აქვს გამოცდილება სამედიცინო სფეროში.
თუ გაქვთ ხარისხის სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და გსურთ ხელი შეუწყოთ პაციენტის უსაფრთხოებისა და მომსახურების გაუმჯობესებას — შემოგვიერთდით!
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო მომსახურებისა და კლინიკური პროცესების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი
** რეგულაციებისა და პროტოკოლების დაცვაზე კონტროლი (გადასხმები, სტერილიზაცია, დოკუმენტაცია და სხვა)
** შიდა აუდიტების დაგეგმვა და განხორციელება
** ხარვეზების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება
** სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობა ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე
** ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან
საჭირო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სამედიცინო სფეროში ან ჯანდაცვის ხარისხის მართვაში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 3 წლისა
** შესაბამისი სერტიფიკატი ან კვალიფიკაცია
** პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და პროფესიული ეთიკა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაციის მაღალი უნარ-ჩვევები
** საბაზისო კომპიუტერული უნარები (Word, Excel, Outlook)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr.symmetria.ge@gmail.com
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!
|
|
|
|