Робота для біженців з України
აღმზრდელის რეზერვი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელის რეზერვი
მომწოდებელი: საზოგადოება ბილიკი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"საზოგადოება ბილიკი", პროექტის "ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა" ფარგლებში, გორში აცხადებს კონკურსს "მცირე საოჯახო სახლში" აღმზრდელის რეზერვის პოზიციაზე.

მცირე საოჯახო სახლი წარმოადგენს ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებას, რომლის მიზანია ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვები უზრუნველყოს მუდმივი ზრუნვით. ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ სახლში, სადაც მათზე ზრუნვას ახორციელებს 4 აღმზრდელი და 1 ლიდერი.

მცირე საოჯახო სახლში ცხოვრობს 6-დან 18 წლამდე ასაკის 10 ბავშვი.

სახლი ზრუნავს ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდასა და განვითარებაზე. ასევე იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას საზოგადოებაში. აღმზრდელები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ (მცოცავი გრაფიკით).

ზრუნვის პროცესში აღმზრდელების ძირითად მოვალეობას წარმოადგენს:

** ბავშვისთვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნა;
** ბავშვის ღირსების, საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისებურებების დაცვა;
** ბავშვის ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
** ბავშვზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად;

კანდიდატები ვაკანსიაზე უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:

** ბავშვებთან და მოზარდთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** უმაღლესი განათლება
** ორგანიზებულობის, ხელმძღვანელობის, დროის მართვის, პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები
** კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაწყვეტის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე /CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: societybiliki@gmail.com და subject-ში კი მიუთითეთ "ვაკანსია აღმზრდელის რეზერვის პოზიციაზე გორში)."

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 აგვისტო, 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე