Робота для біженців з України
აუქციონის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუქციონის მენეჯერი
მომწოდებელი: ქარმოლი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
კომპანია "ქარმოლი" აქტიურად ახორციელებს ავტომობილების იმპორტს ამერიკიდან, და საქართველოში ქმნის კომფორტულ გარემოს ავტომობილის შეძენის პროცესში.
"ქარმოლი" მომხმარებლებს სთავაზობს დაზიანებული ავტომობილის აღდგენის სრულ სერვისს წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტში.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს აუქციონის მენეჯერის (bidder) პოზიციაზე, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ონლაინ აუქციონებზე ავტომობილების შეძენის პროცესზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ აუქციონებზე (მაგ: copart, iaai) ავტომობილების ძიება და ბიდინგი;
** კლიენტებთან კომუნიკაცია მოთხოვნილებების გარკვევის მიზნით;
** აუქციონამდე ინფორმაციის გადამოწმება: ავტომობილის ისტორია, მდგომარეობა, აღწერა და სურათები;
** ფასის სტრატეგიული განსაზღვრა;
** აუქციონის შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება;
** აშშ-ს საერთაშორისო აუქციონზე მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია გიყვარდეთ ავტომობილები;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია;
** მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 16:00-01:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #270

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@carmall.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე