დასახელება:
ფინანსური დირექტორი
|
მომწოდებელი:
Construction Service
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
შპს "Construction service" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: მაღალი ანაზღაურებით, კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ყველა ფინანსურ ოპერაციებზე ზედამხედველობა, ფინანსური ანგარიშგების
საერთაშორისო სტანდარტებთან და სხვა რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა,
** ყოველ თვიური ფინანსური ანალიზის მომზადება დირექტორისათვის და სხვა დაინტერესებულ მხარეებისთვის.
** კომერციულ ბანკებთან კომუნიკაცია ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებით;
** მიმდინარე და შესრულებული პროექტების ხარჯთაღრიცხვის ანალიზი დაგეგმილ ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
** კომპანიის მუშაობის პროცესში სხვადასხვა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება;
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შედეგების შესახებ, ბალანსზე, მოგება- ზარალზე, ფულადი სახსრების მოძრაობაზე და სხვა უწყისებზე ინფორმაციას მიწოდება კომპანიის დირექტორისათვის;
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მართვა, მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
** ინვენტარიზაციის შედეგების კონტროლი, მოქმედი კანონმდებლობით, დაკისრებული ფუნქციებისა და პროცედურებით დადგენილ ფარგლებში;
** მონაწილეობის მიღება კომპანიის სახელფასო, ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის და სხვა პოლიტიკის შემუშავებაში და მათი შესრულების კონტროლი
მოთხოვნები:
** განათლება ფინანსების განხრით, სასურველია უცხოეთში მიღებული განათლება;
** მინიმუმ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსურ დირექტორად, უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, სასურველია ინგლისური და რუსული ენის დონეზე ცოდნა
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Vacancy@cs.ge
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან,
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|