დასახელება:
ფეისბუქ ადმინისტრატორი/კომუნიკაციის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ქარმოლი
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
კომპანია "ქარმოლი" აქტიურად ახორციელებს ავტომობილების იმპორტს ამერიკიდან, და საქართველოში ქმნის კომფორტულ გარემოს ავტომობილის შეძენის პროცესში.
"ქარმოლი" მომხმარებლებს სთავაზობს დაზიანებული ავტომობილის აღდგენის სრულ სერვისს წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტში.
ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც იმუშავებს ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით შემოსულ შეტყობინებებზე, გაუწევს პირველ კონსულტაციას კლიენტებს და გადაანაწილებს მათ შესაბამის გაყიდვების მენეჯერებზე.
ფეისბუქ ადმინისტრატორი/კომუნიკაციის მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფეისბუქ მესენჯერში შემოსული შეტყობინებების დროული დამუშავება;
** კლიენტებისთვის მარტივი და თავაზიანი კომუნიკაციის გაწევა;
** კლიენტის მოთხოვნის მიხედვით ტელეფონის ნომრის მიღება;
** მომხმარებლების გადამისამართება შესაბამის გაყიდვების მენეჯერებთან;
** კომუნიკაციის ჩანაწერების და ბაზის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია გიყვარდეთ ავტომობილები;
** აუცილებელია გიყვარდეთ ხალხთან ურთიერთობა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია;
** მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი წერით და ზეპირად;
** პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** ფეისბუქ პლატფორმასთან და მესენჯერთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ან ინგლისური - სასურველია.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #270
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@carmall.ge.
|
|
|
|