Робота для біженців з України
დირექტორის თანაშემწე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: ინდივიდუალური კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** დირექტორისა საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** დირექტორის მიერ დავალებული სხვა ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობის შესრულება;
** კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა კვლევის და ანგარიშების წარმოება;
** კომპანიაში ყოველდღიურ საკითხებზე მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება;
** კომპეტენციის ფარგლებში პროექტების მართვაში ჩართულობა;
** პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროცესების მონიტორინგი;
** შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების შემდგომი დოკუმენტაციების წარმოება

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: ხარისხი: მაგისტრი- (მშენებლობის მენეჯმენტი/ბიზნეს ადმინისტრირება);
** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში 3 წელი;
** პროექტების მართვის ცოდნა;
** ინგლისურის და რუსული ენა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) C1 დონეზე, სხვა დამატებითი ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების Microsoft office, განსაკუთრებით Excel მაღალ დონეზე ცოდნა.

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე vacancy@cs.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე