დასახელება:
მძღოლი/კურიერი - რეზერვი
|
მომწოდებელი:
სამედიცინო ლაბორატორია სინევო
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის/კურიერის (რეზერვი) პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. ბათუმი
სამუშაო განრიგი და პირობები: მოქნილი სამუშაო განრიგი
ფუნქცია-მოვალეობები: ბიომასალის აღება ლაბორატორიული ცენტრებიდან და მიტანა "სინევოს" ლაბორატორიაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** მართვის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი
** სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** მოტივირებულობა.
"სინევოში" თქვენ დაგხვდებათ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** თიმბილდინგი;
** მზარდი შრომითი ანაზღაურება;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო.
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@synevo.ge და a.gogrichiani@synevo.ge. გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|