დასახელება:
მენეჯერი ბილინგის სამსახურში
|
მომწოდებელი:
ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: მენეჯერი (ბილინგის სამსახურში)
სამუშაო განაკვეთი: სრული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით ან უმაღლესი სამედიცინო განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული პაციენტების გადასახდელი თანხის ოდენობის გარკვევა, პაციენტის/თანმხლების ინფორმირება აღნიშნულის შესახებ
** დამფინანსებლებთან შეტყობინების გაკეთება დადგენილი წესით და ვადებით
** პაციენტებისათვის და დამფინანსებლისთვის წარსადგენი კალკულაციებისა და ანგარიშ-ფაქტურების წარმოება
** სამედიცინო კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემების შეტანა, შემოწმება, შესწორება.
** პროგრამის დაზიანების შემთხვევაში რეაგირება
** ოპერატორის საქმიანობაზე ზედამხედველობა, კონტროლი
** ხელმძღვანელი პირების სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** დაკვირვებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Vacancy_Surgery_Batumi@aversi.com
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მენეჯერი). საბუთების მიღება წარმოებს 2025 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.kirurgia.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.kirurgia.ge
|
|
|
|