Робота для біженців з України
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქს. 5000-6000 ლარის რეინჯი + კვარტალური და წლიური ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გრძელვადიანი კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
** სტრატეგიული მიზნების შესაბამისად გაყიდვებისა და მომგებიანობის მიზნობრივი მაჩვენებლების დადგენა, მიღწევის უზრუნველყოფა;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
** გაყიდვების მარკეტინგული სტიმულირების გეგმების შემუშავება;
** სახელმწიფო თუ კერძო ტენდერებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ახალი პროექტების/პროდუქტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორციელება;
** გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ფასწარმოქმნაში ჩართულობა;
** კომერციული დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენა;
** დაქვემდებარებული სამსახურების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
** დაქვემდებარებული თანამშრომელთა მოტივირებისთვის, კომერციული დეპარტამენტის მიზნებზე მორგებული საბონუსე სქემების შემუშავება/კორექტირება და პრაქტიკაში დანერგვა;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, მისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება;
** პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მარკეტინგის ან ჯანდაცვის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა/დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancyhr515@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კომერციული დირექტორი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე