დასახელება:
HR ოფიცერი
|
მომწოდებელი:
A Logistics Company
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
A Logistics Company აცხადებს ვაკანსიას HR ოფიცრის პოზიციაზე
პირდაპირი დაქვემდებარება: დირექტორის მოადგილე
დაქვემდებარებული პერსონალი: აღნიშნულ პოზიციას დაქვემდებარებული პერსონალი არ გააჩნია
სამუშაო ადგილი: ქსნის ქუჩა #36, თბილისი.
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე
ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა დაქირავების პოლიტიკის შემუშავება;
** ვაკანტური პოზიციის განაცხადის მომზადება/განთავსება შესაბამის პლატფორმებზე;
** შერჩევის ეტაპების დაგეგმვა და განხორიცელება;
** ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესში ჩართულობა;
** შრომითი დოკუმენტაციის გაფორმება/მართვა;
** სახელფასო მონაცემების მართვა;
** დასწრების ყოველთვიური რეპორტის დამუშავება;
** დაზღვევისთვის სიების გამოთხოვა და ბუღალტერიისთვის მიწოდება;
** ახალი და ყოფილი თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება ბუღალტერიისთვის, დაქირავებულთა რეესტრის საწარმოებლად;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების, ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მენეჯმენტის მიმართულებით, (განსაკუთრებით ადმინისტრაციული განხრით);
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
სასურველია:
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მომსახურების სფეროში გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hr@ware-house.ge. შეტყობინების "subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება-"HR ოფიცერი".
|
|
|
|