დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ, კვირაში 5 სამ. დღე (09:30-17:30 საათი)
მოთხოვნები:
** ბუღალტერიისა და ფინანსების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება 1 წელი (სასურველია);
** საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭებათ პროგრამა Info-ში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებს;
** RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel)
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, კონტროლი და დაარქივება;
** ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა RS.GE-დან;
** ბანკის ამონაწერების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ხარჯის საბუთების კონტროლი და პროგრამაში ასახვა;
** საქვეანგარიშო ანგარიშების ბრუნვის კონტროლი;
** სხვადასხვა ყოველდღიური ოპერაციების შესაბამისი გატარებების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი
საკონტაქტო ელფოსტა: mgiunashvili@pineo.ge
|
|
|
|