Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=654340&print=yes&view=jobs
 
სტუდენტი მარკეტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუდენტი მარკეტერი
მომწოდებელი: გაგრა პლუსი
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
საქართველოში რედ ბულის ოფიციალური დისტრიბუციის პარტნიორი, შპს "გაგრა პლუსი", ეძებს Student Marketer-ს Red Bull-ის გუნდისათვის.

Red Bull სტუდენტ მარკეტერებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ბრენდის დინამიკური და აღმაფრთოვანებელი სამყაროს ფორმირებაში. სტუდენტ მარკეტერებს შეუძლიათ Red Bull-ის სამიზნე აუდიტორიის ამოცნობა, რის შემდეგაც ისინი იწყებენ ბრენდის იმიჯისა და პროდუქტის ცნობადობის ამაღლებას კამპუსსა (უნივერსიტეტი) და რეგიონებში. სტუდენტ მარკეტერის მთავარი მიზანია აღმოაჩინოს ახალი მომხმარებლები, გაახალისოს უნივერსიტეტის სტუდენტები, გაზარდოს გაყიდვები და მართოს Red Bull-ის ბრენდი კამპუსზე.

სტუდენტ მარკეტერის პოზიციაზე მუშაობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ თქვენს პროფესიულ ზრდას, არამედ მოგცემთ იმის შანსსაც, რომ გაატაროთ საუკეთესო დრო! აღნიშნული პოზიცია გთავაზობთ როგორც თქვენი ძლიერი მხარეების აღმოჩენასა და დახვეწას, ასევე გამოცდილების დაგროვებას გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბაკალავრიატის სტუდენტი (უპირატესობა მიენიჭებათ მეორე-მესამე კურსის სტუდენტებს);
** მოქმედი მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება (აუცილებელია);
** კომუნიკაციისა და პრეზენტირების კარგი უნარი;
** გახსნილობა, თავდაჯერებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება.

დამატებითი ინფორმაცია:

** ნახევარი სამუშაო განაკვეთი (მოქნილი გრაფიკი);
** საჭიროების შემთხვევაში რეგიონებში გამგზავრება.

რას შეიძენ სტაჟირების პროგრამით:

** სტუდენტური ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულება;
** სემფლინგი, გაყიდვებისა და პროექტების მხარდაჭერა;
** Red Bull-ის სახელობითი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა;
** რეალური გამოცდილება საერთაშორისო ბრენდთან.

გადადგი პირველი ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ - გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართებზე: Mariami.chikhladze@redbull.com

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ Red Bull Student Marketeer

წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 აგვისტო გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია