დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მატექს ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
შპს "მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი ცენტრალის სავაჭრო ცენტრის ფილიალში
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი | კვირაში 6 დღე (ცვლებით), ჯამში 40 საათი
ანაზღაურება:
** პირველი ერთი თვე: 1100 ლარი (ფიქსირებული)
** შემდგომ: 1200 ლარი + გაყიდვების ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის ფილიალის ყოველდღიური ოპერაციების მართვა
** სალაროს და ფინანსური პროცესების კონტროლი
** გუნდის წევრების საქმიანობის მონიტორინგი
** პროდუქციის ცოდნა და ინვენტარიზაცია
** მაღაზიის სავაჭრო დახლების მოწესრიგება
** მომხმარებლის ხარისხიან მომსახურებაზე ზრუნვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინ. 1 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია უცხო ენის (ინგლისური, რუსული ან თურქული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული
** კომუნიკაბელური და მოტივირებული
** მომხმარებელზე და შედეგზე ორიენტირებული
** მოწესრიგებული და პუნქტუალური
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: hr@mateks.ge
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ: მაღაზიის მენეჯერი - თბილისი
შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|