Робота для біженців з України
რეგიონში კომპანიის წარმომადგენელი / რეგიონული მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონში კომპანიის წარმომადგენელი / რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: მატექს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს "მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ეძებს სანდო, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე ბათუმის რეგიონში.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
** შაბათი: 10:00-14:00
** 1 საათიანი შესვენება ყოველდღიურად

ანაზღაურება: 2000 ლარიდან, გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით

მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება გაყიდვებში ან მენეჯერულ პოზიციებზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინფინატში მუშაობის გამოცდილება
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა

რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@mateks.ge

Subject-ში მიუთითეთ: რეგიონული მენეჯერი - ბათუმი

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე