დასახელება:
გამყიდველ-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
mymob.ge
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
ტექნიკის მაღაზია "mymob.ge" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა, 1 დღე დასვენება
** სამუშაო საათები: ორშ-პარ. 11:00-19:00, შაბათი 11:00-17:00
** ანაზღაურება: 800 ლარი + ყოველი გაყიდული ნივთიდან 10 იდან-20 ლარამდე ბონუსი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების და/ან ტექნიკის სფეროში მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** საოფისე პროგრამების (Word, Excel)საბაზისო დონეზე ცოდნა.
** ინგლისურის და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
** ტექნიკის საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
აუცილებელი უნარები:
** გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე.
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში.
** გასცეს გაყიდული საქონელი.
** შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე.
** გაუწიოს კონსულტაცია მომხმარებელს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე.
** ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში.
** თავაზიანობა და დისციპლინირებულობა.
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა.
** დროის მართვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის მიღება და კონსულტაციის გაწევა.
** ნივთის გასაყიდად გამზადება.
** პროდუქციის დასურათება, დახარისხება და განთავსება ვებსაიტზე.
მისამართი: შალვა ნუცუბიძის ქ. 163 (ვაჟა-ფშაველას მეტროდან 2-3 წთ-ის სავალზე)
გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: ltdmymob.ge@gmail.com
|
|
|
|