Робота для біженців з України
კომერციული ანალიტიკოსი - მცხეთა, საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კომერციული ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელურ ობიექტებთან მოლაპარაკებებში ჩართულობა;
** ქსელურ ობიექტებზე ჩასატარებელი სააქციო და სხვა ტრეიდ აქტივობების შეთანხმება, ბიუჯეტის და გაყიდვების გეგმის შესაბამისად;
** განხორციელებული აქტივობების ეფექტის ანალიზი;
** ქსელური არხების რეალიზაციების და ვადაგასული პროდუქციის ანალიზი (რეგიონების, სკუ-ების, ობიექტების და ბრენდების მიხედვით) არაეფექტურობის გამოსავლენად;
** ქსელურ ობიექტებზე განხორციელებული აქციების კალკულაცია, დადასტურება და ადმინისტრირება (შედარება, დადასტურება, გაქვითვა, დებიტორულ დავალიანებაზე კომუნიკაცია);
** ქსელური ობიექტების მომგებიანობის ყოველთვიური ანალიზი სკუ-ების ჭრილში (ვადაგასულის გათვალისწინებით);
** ქსელებთან შეთანხმებული გეგმების მიმდინარეობა / თვის შედარება გასული წლის შესაბამის თვესთან/კვარტალთან/წელთან
** გაყიდვების გუნდის საბონუსე ანაზღაურების კალკულაცია და შეთანხმება;
** რეპორტინგი გაყიდვების გუნდისთვის: ბიუჯეტი/ფაქტი ქსელების და ბიზნესების მიხედვით სააქციო ბიუჯეტების სტატუსი;
** დაფარვები ქსელების მიხედვით/რეგიონები SKU - შესაბამისი კომუნიკაცია ქსელების რეგიონალურ მენეჯერებთან;
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა და გაწერილი ბიუჯეტის კონტროლი;
** სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** Power Bi - Dax ფუნქციონალი;
** უცხო ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 29 აგვისტო.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge, თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე