დასახელება:
გარე გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სითიქომი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!
ჩვენ შესახებ:
"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
პროფესიული განვითარების გარდა, სითიქომში დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს, რომელიც შეძლებს პირველადი კომუნიკაციის დამყარებას იმ კორპუსების მაცხოვრებლებთან და თავმჯდომარეებთან, რომელთათვისაც "სითიქომი" ჯერ კიდევ უცნობია, და მიაწვდის მათ ამომწურავ ინფორმაციას კომპანიის მომსახურების შესახებ.
ძირითადი მოვალეობები:
** Field ვიზიტების დაგეგმვა, მობინადრეებთან ან კორპუსის თავმჯდომარეებთან პირველადი კომუნიკაციის წარმართვა და "სითიქომის" კონცეფციის გაცნობა
** საჭიროების შემთხვევაში სამეზობლო კრებების ორგანიზება
** შეთანხმების დოკუმენტების წარდგენა და თანხმობების დროული შეგროვება წერილობითი ფორმით
** კორპუსის სრული აღწერა და ინფორმაციის მიწოდება გაყიდვების უფროსი მენეჯერისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით)
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სამუშაო დრო: 14:00-20:00, დასვენება კვირაში 2 დღე
** ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების მიხედვით) + ყოველთვიური საბონუსე სისტემა
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან
** Fitpass
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ)
მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი), როლი მოიაზრებს ოფისში ვიზიტს კვირაში ორჯერ, 14:00-15:00 სთ-ებში.
რეზიუმეს ასატვირთად ეწვიე ბმულს: https://link.citycom.ge/salesmanager
გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
|
|
|
|