Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Pollini
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
იტალიური ფეხსაცმლის და აქსესუარების მონობრენდული მაღაზია "Pollini"-ს წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს, სათანადო გამოცდილების მქონე კანდიდატს, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მაღაზიის მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ნ70 - საბურთალო სითი მოლი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის პროფილის, პოზიციონირების შესაბამისად, პროდუქციის სათანადო წარდგენა, კონსულტირება მომხმარებლებისთვის.
** მაღაზიის ტერიტორიაზე, ვიტრინებში, პროდუქციის განთავსება/მოწესრიგება, მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი; საწყობის მართვა.
** სალარო საქმე, გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;
** იმპორტირებული პროდუქციის მიღება, აღწერა, ბაზაში შეყვანა, საწყობში განთავსება;
** ლოიალური მომხმარებლების ბაზის შექმნა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, მოკლე ანგარიშების შემუშავება.

განათლება, გამოცდილება და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** სწრაფი, გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში მინიმუმ 2 წელი, სასურველია სალაროს საქმე;
** აუცილებელია გაყიდვების სფეროში გავლილი ჰქონდეს ტრენინგ კურსები/სწავლება;
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პოზიტიურობა და მიმღებლობა საქმიანობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (ცვლადი გრაფიკით), დასვენების 2 დღე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად და ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი CV და გაყიდვების სფეროში გავლილი ტრენინგების შესაბამისი სერტიფიკატები გამოაგზავნოთ tantigeorgia2017@gmail.com-ზე 2025 წლის 31 აგვისტომდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე