დასახელება:
სტაჟირება ახალგაზრდულ დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
სტაჟირების შესაძლებლობა KRDF/SREF-ის ახალგაზრდულ დეპარტამენტში!
SREF -საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ახალგაზრდულ დეპარტამენტში, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სურთ პროფესიული გამოცდილების შეძენა და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა.
რას გავაკეთებთ ერთად?
** დაგეხმარებით ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში
** ჩაერთვებით ტრენინგებისა და ღონისძიებების ჩატარებაში
** იმუშავებთ ახალგაზრდების საჭიროებების კვლევასა და ინიციატივების შექმნაზე
** მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში
ვის ვეძებთ?
** მოტივირებულ ახალგაზრდებს
** ადამიანებს, ვისაც სურს განავითაროს კომუნიკაციის, ორგანიზების და გუნდური მუშაობის უნარები
** სოციალური აქტივობებითა და ახალგაზრდული თემით დაინტერესებულ პირებს
** ახალგაზრდებს, რომელთაც შეუძლიათ საუბარი ქართული და ინგლისურ ენაზე.
რას მიიღებთ სტაჟირებისგან?
** პრაქტიკული გამოცდილება ახალგაზრდულ სფეროში
** უნარების განვითარება და პროფესიული ქსელის გაფართოება
** სტაჟირების სერტიფიკატი
** შესაძლებლობა, მომავალში გახდე SREF-ის გუნდის სრულფასოვანი წევრი.
სტაჟირების პირობები:
ლოკაცია: კახეთი, ახმეტა
სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე
სტაჟირება - ანაზღაურებადი
როგორ შევიტანო განაცხადი?
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: krdf@krdf.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 აგვისტო, 2025 წელი.
|
|
|
|