დასახელება:
საკუთარი ავტომობილით მოსიარულე რეზერვი კურიერი
|
მომწოდებელი:
ონვეი დელივერი
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 აგვისტო
|
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საკუთარი ავტომობილით მოსიარულე რეზერვი კურიერის პოზიციაზე (კურიერი იმუშავებს ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე).
ძირითადი მოვალეობები:
** გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად
** სატვირთო ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება
ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილის ქონა (სასურველია ტევადი)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება
** სასურველია თბილისის უბნების კარგი ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** ორიენტაციის უნარი
** მოტივირებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული (ორშ-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი: 10:00-17:00) (სამუშაო დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კურიერის სისწრაფეზე)
** ანაზღაურება: 1500 ლარი
** საწვავს სრულად ანაზღაურებს კომპანია
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@onway.delivery. ელ. ფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: რეზერვი კურიერი-თბილისი.
|
|
|
|