Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: დინ გრუპი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
საგზაო სამშენებლო კომპანია "დინ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოჯისტიკის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიურად კომპანიის ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და მართვა ხელმძღვანელებთან და საქმისმწარმოებლებთან ერთად;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გადანაწილება მიმდინარე პროექტებზე და ყოველდღიურად მათი სამუშაოების კონტროლი;
** მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე საჭიროებისამებრ მოძიება დამატებითი სამუშაო ტექნიკის;
** ყოველთვიურად კომპანიის მძღოლ/ოპერატორების სამუშაოთა აღრიცხვა, შედარება და ბუღალტერისთვის გადაცემა ხელფასების დასათვლელად;
** ყოველთვიურად ან უშუალოდ კონკრეტული სამუშაოს შესრულების შემდგომ ნაქირავებ ტექნიკასთან შედარება და მიღება/ჩაბარების შედგენა, ბუღალტრისთვის გადაცემა ანგარიშსწორებისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობს ან უმუშავია ლოჯისტიკის მიმართულებით;
** აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტიანად განაწილებისა და მართვის უნარები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გადმოგზავნოთ თქვენი რეზიუმე თან დართული ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@dingroup.ge

ელექტრონულ ფოსტის Subject- ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "ლოჯისტიკის მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე