დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პეპელა
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 აგვისტო
|
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 19 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.
ამჟამად, "პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს.
დღეს, "პეპელა" 28 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.
"პეპელა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სოციალური მედიის სხვადასხვა არხების (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, Tiktok) განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** კომპანიაში არსებული სხვადასხვა ბრენდების პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
** ეფექტური ინტერაქციული ონლაინ კავშირის უზრუნველყოფა;
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე რეაგირება;
** მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
** ციფრული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და შედეგების გაზომვა;
** Youtobe channel-ის მართვა და შესაბამისი კონტენტის მომზადება;
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
** სოციალური მედიის მენეჯერის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint, Facebook Ads Manager, Google Ads, Google Analytics)
პიროვნული მახასიათებლები:
** კრეატიული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მქონე.
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@pepela.ge და სათაურში ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (კონსულტანტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|