Робота для біженців з України
სასტუმროს ლობის დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ლობის დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო მუხრანთუბანი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
სასტუმრო "მუხრანთუბანი" რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უნაბში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ლობის დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - თბილისი, ნ. ბარათაშვილის 23 (თავისუფლების მეტროსთან ახლოს)
** ხელფასი: 1100 ლარი (ხელზე ასაღები)
** გრაფიკი: 2/2 (2 დღე სამუშაო 2 დღე დასვენება)
** სასტუმრო უზრუნველყოფს კვებას,
** ჯანმრთელობის დაზღვევა

სასტუმროს ლობის დიასახლისის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ობიექტის დასუფთავება როგორც შიდა ისე გარე პერიმეტრზე;
** მისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცის (საზოგადო ადგილები, მიმღები, სველი წერტილები, ტერასა, საუზმის სივრცე) დასუფთავება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით
** საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის მიერ მიცემული დავალების შესრულება;
** დადგენილი სტანდარტების დაცვა;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასტუმროში დიასახლისის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jikidzes@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 597913000 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე