დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
კამექს ინტერნეიშნლ
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 აგვისტო
|
საერთაშორისო ავიაგადამზიდი კომპანია "კამექს ინტერნეიშნლ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი (საბურთალოს ოფისი)
განაკვეთი: ნახევარი (17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე)
ძირითადი მოვალეობები:
** ამანათების მოძიება, მომხმარებლისათვის გადაცემა;
** ტვირთების გადახარისხება და სისტემური აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ყურადღებიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** ფიზიკური უნარები;
** პუნქტუალური;
** კოლეგიალური;
ჩვენს შესახებ:
"კამექს ინტერნეიშნლი" ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, საბერძნეთსა და თურქეთიდან.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველაზე გამოცდილ და სანდო სატვირთო ავიაკომპანიებთან, მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ და მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული გავხადოთ ინტერნეტ მაღაზიებში პროდუქტების შეძენა, მოვახდინოთ ამანათების სწრაფი, იაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@camex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|