Робота для біженців з України
ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის პედაგოგი - ბაღდათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის პედაგოგი
მომწოდებელი: ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის აცხადებს ვაკანსიის ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის პედაგოგის პოზიციაზე.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზედა დიმი
გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის 30 ივლისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 17 აგვისტო

სოციალური ინკლუზიის ცენტრი ემსახურება 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ცენტრის მიზანს, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება/შენარჩუნება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

პედაგოგი პასუხისმგებელია, მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად, ბენეფიციართა გონებრივი, ფსიქიკური, განვითარების დონის და შესაძლებლობების შესწავლაზე, თითოეული ბენეფიციარისათვის შედეგებზე დაფუძნებული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაზე, დასახული ამოცანების განხორციელებაზე, მონიტორინგსა და მიღწეული შედეგის შეფასებაზე.
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის პედაგოგის შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვა;
** ბენეფიციარების ფუნქციური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და აკადემიური უნარების განვითარება და ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
** ბენეფიციართა მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება, ზრუნვა და კონტროლი, თითოეული ბენეფიციარისათვის განვითარების ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შესაბამისად;
** თითოულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად და ჯგუფურად დასახული ამოცანების შესრულება, მათი შეფასებისათვის საჭირო სისტემის დანერგვა;
** ბენეფიციარებში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ამ რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება;
** მშობლებთან/მხარდამჭერებთან კონსულტაციების წარმართვა;
** ორგანიზაციისა და პროგრამის შინაგანაწესით და შიდა რეგულაციებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოება.

სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში (ფსიქოლოგია, სოციოლოგია, მედიცინა, პედაგოგიკა);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** კეთილსინდისიერება;
** შშმ ბავშვებთან/პირებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელი, ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2 პირის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ_ფოსტაზე: contact.head.ge@gmail.com "თემაში" მიუთითეთ პედაგოგის ვაკანსია.

საკონტაქტო ტელ: 0431 251333

განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით 24:00 საათამდე.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას ორგანიზაციის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე