დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 აგვისტო
|
"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" (სპმთპ) აცხადებს ვაკანსიას სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში, ბუღალტრის პოზიციაზე (გამოსაცდელი ვადით).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** ინვოისის საფუძველზე, საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** გაწეული მომსახურებების შესაბამისად, მიღება-ჩაბარებების გაფორმება, ბუღალტრული გატარებების პერიოდული ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მათი კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა, საპენსიო ფონდი და ა.შ.);
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება/ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (განათლების სფეროში მუშაობის * გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** MS Office პროგრამების (Excel-ის განსაკუთრებით კარგად) ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ("ორისი").
პირობები:
** სამუშაო განრიგი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10 საათოდან 6 საათამდე,
** ანაზღაურება: 1600 ლარი დარიცხული.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
** კრიტიკულ სიტუაციაში ლავირების და ინფორმაციის დამუშავების ანალიზის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით 2025 წლის 30 აგვისტომდე, ელექტრონულ მისამართზე: spmtpbugalteria@gmail.com.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება.
|
|
|
|