დასახელება:
მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსი
|
მომწოდებელი:
სვის კაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ქ. თბილისში, ქ. ზუგდიდში, ქ. ბათუმში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავსა და ქ. ხაშურში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიზნეს დაკრედიტების ჯგუფის მართვა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
** საკრედიტო პორთველის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** ლიდერის უნარები, თანამშრომელთა მოტივირებისა და განვითარების უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** მომხმარებელთა მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - "Micro Business loans` Team Leader - Tbilisi/Telavi/Khashuri".
|
|
|
|