Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების ინჟინერი
მომწოდებელი: ელმონტაჟი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
კომპანია "ელმონტაჟი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ინჟინრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული პროექტების ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა/ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოს დაგეგმვა და შესრულების უზრუნველყოფა საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური მოთხოვნებისა და სხვა ნორმატიული ხასიათის დოკუმენტების შესაბამისად;
** მასალების რაოდენობის განსაზღვრა, მისი მოთხოვნა, მიღების დროული ორგანიზება და მათი ეფექტურად გამოყენების კონტროლი;
** კონტრაქტორ (ებ)ის და ქვეკონტრაქტორ (ებ)ის სამუშაოების კონტროლი და კოორდინაცია;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაო მოცულობის შესაბამისად ადამიანური რესურსების განსაზღვრა და განაწილება;
** შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის;
** ფარული სამუშაო აქტების წარმოება;
** სამუშაოების შესრულების შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ ვადებთან, ხარისხთან და ტექნიკურ სტანდარტებთან;
** რეგულარული კომუნიკაცია დამკვეთთან და პერიოდული ანგარიშგება სამუშაო პროცესზე;
** დასრულებული პროექტის ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და პროექტის ჩაბარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა;
** აუცილებელია ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესები ცოდნა;
** ნახაზებისა და სამონტაჟო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
** შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პროექტის დაგეგმვა-მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე Hr@elmontage.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე