Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტ
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგის მენეჯერი.

"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N29.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შედგენაში, ბიუჯეტის ფორმირებასა და აღსრულება- მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
** საცალო და კორპორატიული გაყიდვების არხებში შესაბამისი საკომუნიკაციო აქტივობების შექმნასა და შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** სარეკლამო მასალების იდენტიფიცირება საჭიროებების მიხედვით, დაგეგმვა და აღსრულება, ბიუჯეტის მონიტორინგი;
** მარკეტინგული კამპანიებისა თუ აქტივობების ეფექტურობის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი;
** კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგის მიმართულებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება/ ურთიერთობა და კომპანიის ინტერესის დაცვა;
** CRM სისტემის გამართვასა და სრულყოფილ ფუნქციონირებაში ჩართულობა, მონიტორინგი & რეპორტინგი;
** კომპანიის ვებ გვერდ (ებ)ის შექმნასა და გამართვაში აქტიური მონაწილეობა და მუდმივი მონიტორინგი;
** მარკეტინგული კვლევების (მომხმარებლის, კონკურენტებისა და ბაზრის კვლევა) დაგეგმვა და შესრულება. შედეგების ქმედებებში გადმოტანასა და მისი კონტროლში აქტიური ჩართულობა;
** გაყიდვის ობიექტების ინტერიერ-ექსტერიერის ფორმირება-დამზადებაში მონაწილეობა (სტიკერი, ბანერი, ფოტოები, ობიექტის შეფუთვა და ა.შ.);
** სარეკლამო და სასაჩუქრე მასალების პოლიგრაფიულ საკითხების მომზადებაში მონაწილეობა (ბანერები, ვობლერები, პოსტერები, ფლაერები, ვაუჩერები და ა.შ.);
** დოკუმენტაციის მართვა და დროული აღრიცხვიანობა;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) მაღალ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტის სრული დაფინანსება
** + 5 day off
** Fit pass
** სექტორულად მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე