Робота для біженців з України
კომერციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: მეტალტექნიკა
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
"მეტალტექნიკა" აცხადებს ვაკანსიას კომერციის მენეჯერის პოზიციაზე, მოწინავე ქართული კომპანია "მეტალტექნიკა".

ფოლადის წარმოებაში სფეროში უკვე 9 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზრებზე. კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

მდებარეობა: თბილისი, თ.ჩანტლაძის 28ბ (აეროპორტის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: მთლიანი განაკვეთი, 9:00-დან 18:00 საათამდე შაბათ-კვირის გარდა.

სამუშაო აღწერილობა:

** მიმდინარე კლიენტებთან თანამშრომლობის განვითარება,
** ახალი კლიენტების მოძიება, მარკეტინგული გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება,
** ახალი და მიმდინარე კლიენტების მოთხოვნების შესწავლა,
** კომერციული წინადადების და კალკულაციების მომზადება,
** შეთავაზების კლიენტებთან ერთად განხილვა,
** მომწოდებლებთან ურთიერთობა ტექნიკური მახასიათებლების, სერვისის მიმართულებით,
** პროდუქციის ბაზრის ანალიზი კონკურენტების, იმპორტის, საფასე და ნომენკლატურულ ჭრილში,
** ყოველკვირეული რეპორტინგის წარმოება და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.

სამუშაო გამოცდილება:

** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს რომელსაც ექნება გამოცდილება და ცოდნა HORECA ინდუსტრიული ტექნიკის მიმართულებით,
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია მშენებლობის ან HORECA მიმართულებით;

უნარ-ჩვევები:

** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით კი Excel-ის კარგად ცოდნა;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდური თანამშრომელი;
** ორგანიზებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ავტომობილის მართვის უნარი;
** ავტომობილის ყოლა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ სახელფასო სქემას;
** თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@metaltecnica.ge

ანაზღაურება (თვიური): ფიქსირებული + % გაყიდვებიდან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე