Робота для біженців з України
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: Translive
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
კომპანია "ტრანსლაივი" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** არსებული მომხმარებლების პორტფოლიოს მართვა - კომპანიის მუდმივი დამკვეთების მონიტორინგი და აქტიური ურთიერთობის შენარჩუნება;
** საჭიროებების გაანალიზება და მათზე მორგებული მომსახურების უზრუნველყოფა - ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ დამკვეთთან, მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი სერვისების მიწოდება;
** სტატუსების ყოველდღიური განახლება და შესაბამის პლატფორმაზე ატვირთვა - მიმდინარე გადაზიდვების სტატუსის მართვა კომპანიის შიდა სისტემებში;
** ექაუნთების მართვა და კომპანიის შიგნით შესაბამისი სერვისის გაწევის კოორდინირება - მომსახურების პროცესში სხვადასხვა დეპარტამენტთან (ლოჯისტიკა, საოპერაციო გუნდი) ეფექტური თანამშრომლობა;
** გადახდების კონტროლი კონსიგნაციის მიხედვით - ანგარიშსწორების დროული მონიტორინგი და ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, რუსული სასურველი;

დამატებითი ბენეფიტები:

** სამედიცინო დაზღვევა;
** კვების დაფინანსება;

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო საათები: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00-18:00 საათამდე, პარასკევი - 09:00-16:00;

თუ გსურთ შემოუერთდეთ Translive-ის გუნდს, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@translive.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.)

კომპანია განახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და დადგენილი სტანდარტებით; პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სხვა მოთხოვნილი მახასიათებლების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ინახება კომპანიაში არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას და დამუშავდეს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე