Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ლისი პანორამა
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
სასტუმრო "პანორამა ლისი", რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარედ და გამოირჩევა უნიკალური ხედებითა და მშვიდი გარემოთი, აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული კანდიდატებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრების და საერთო სივრცეების დასუფთავება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
** თეთრეულისა და პირსახოცების რეგულარული ცვლა.
** ჰიგიენური საშუალებებისა და სტუმრისთვის განკუთვნილი სხვა ნივთების მარაგის შევსება.
** ნომერში არსებული ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი და დაზიანების შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** პიროვნული უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: შეთანხმებით.
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ცვლების მიხედვით.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ და სტაბილურ ანაზღაურებას.
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
** სამუშაო უნიფორმას.
** კვებით უზრუნველყოფას.
** "პანორამა ლისის" კომპლექსის სერვისებზე სპეციალური პირობებით სარგებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: info@panoramalisi.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სასტუმროს დიასახლისი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე