Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ლისი პანორამა
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
სასტუმრო "პანორამა ლისი", რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარედ და გამოირჩევა უნიკალური ხედებითა და მშვიდი გარემოთი, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ენერგიული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი კანდიდატებისათვის. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და გსურთ, გახდეთ ჩვენი პროფესიონალი გუნდის წევრი, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია, განთავსება და გაცილება (Check-in/Check-out).
** სატელეფონო ზარებსა და ელექტრონულ ფოსტაზე ოპერატიული და პროფესიონალური პასუხი.
** ჯავშნების მართვა (მიღება, ცვლილება, გაუქმება) სასტუმროს მართვის სისტემაში (PMS).
** სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისების, ტარიფებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
** სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია.
** ანგარიშსწორების წარმოება (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება).
** სტუმრებისგან უკუკავშირის მიღება და წარმოქმნილი პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარება.
** მისაღები ზონის მოწესრიგებული და სუფთა მდგომარეობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: სასტუმროს ადმინისტრატორად ან მომსახურების სფეროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
** ენები: ქართული (სრულყოფილად) და ინგლისური (თავისუფლად, B2/C1 დონე). სასურველია რუსული ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა.
** ტექნიკური უნარები: Microsoft Office-ის პროგრამების კარგად ცოდნა. სასტუმროს მართვის პროგრამებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი. ცვლები 12 ან 24-საათიანი, შეთანხმებით.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ და სტაბილურ ანაზღაურებას.
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** კვებით უზრუნველყოფას.
** "პანორამა ლისის" კომპლექსის სერვისებზე სპეციალური პირობებით სარგებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: info@panoramalisi.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სასტუმროს ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე