Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=654069&print=yes&view=jobs
 
VIP მომსახურების მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: VIP მომსახურების მძღოლი
მომწოდებელი: ევროპქარ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "თეგეტა ქარ რენთი" "ევროპქარის" ბრენდის სახელით აცხადებს ვაკანსიას VIP მომსახურების მძღოლის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** მექანიკური/ავტომატური გადაცემათა კოლოფის ავტომანქანის პროფესიონალურად მართვა;
** ავტომანქანის ტექნიკურად გაუმართავობის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** ავტომანქანის ინტერიერის/ექსტერიერის სისუფთავეზე ზრუნვა;
** საგზაო მოძრაობის წესების დაცვა;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** თუ გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძობა;
** პუნქტუალურობა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1795
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია