Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=654068&print=yes&view=jobs
 
მანდატური, მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მანდატური, მითერი
მომწოდებელი: შავნაბადა
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
შპს "დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა" კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 30 წელს ითვლის. სკოლა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

გიმნაზია შავნაბადა აცხადებს კონკურსს მანდატურის და მითერის პოზიციებზე.

მანდატურის ფუნქცია-მოვალეობები:

** მოსწავლეთა შორის წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენა,
** მათზე დროული რეაგირება და შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით უთანხმოების აღმოფხვრა;
** დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება;
** სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის ხელშეწყობა;
** საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფ სხვა პირთა ევაკუაციის მხარდაჭერა.

მითერის ფუნქცია-მოვალეობები:

** სკოლაში შემოსული სტუმრის დახვედრა და ვიზიტის მიზნის იდენტიფიცირება;
** სკოლაში მოწვეულ პირთა შესახებ ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება მომწვევ თანამშრომელთან;
** სტუმრის საჭიროების შესაბამისად, მისი გადამისამართება საჭირო სტრუქტურულ ერთეულთან / პასუხისმგებელ პირთან;
** კომპეტენციის ფარგლებში სტუმრისთვის არსებული პროცედურების ან/და გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სკოლის შემოსასვლელში წესრიგისა და წესების დაცვის ხელშეწყობა;
** ვიზიტორის მიერ დაფიქსირებული საკითხის გადაცემა პასუხისმგებელი პირისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge წერილის სათაურის ველში ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა (ს/კ 206051396, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოს შემდეგ საფოსტო მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია