დასახელება:
ცხელი ხაზის ოპერატორი - რეზერვი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 აგვისტო
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ცხელი ხაზის ოპერატორის (რეზერვის) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: კომპანიის სათაო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
გრაფიკი: შეთანხმებული ცვლადი გრაფიკი
ანაზღაურება: გამომუშავებით (1000+ ხელზე ასაღები თანხა)
ძირითადი მოვალეობები
** მომხმარებლის კვალიფიციური და დროული მომსახურების უზრუნველყოფა მომსახურების საუკეთესო სტანდარტების დაცვით.
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, პრობლემის იდენტიფიცირება და კვალიფიციური პასუხის გაცემა.
** მომხმარებლის მხრიდან მიღებული ინფორმაციის ERP პლატფორმაზე რეგისტრირება.
** კომპანიის შიდა სამსახურებიდან ინფორმაციის მიღება მომხმარებლის კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე და მომხმარებლისთვის სატელეფონო პასუხის დაბრუნება.
** გამავალი ზარების (call back) განხორციელება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.
** მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში, სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.
** დატვირთულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|