Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=654047&print=yes&view=jobs
 
მთავარი PHP პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი PHP პროგრამისტი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი პროგრამისტის/Senior PHP Developer პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპლექსური PHP სისტემების მართვა, ახალი ფუნქციონალების შემუშავება, მუდმივი განვითარების უზრუნველყოფა
** პროგრამისტთა გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და მონიტორინგი
** პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი
** არქიტექტურული/ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღება
** მონაცემთა ბაზების ოპტიმიზაცია
** სისტემების უსაფრთხოებისა და პერფომენს-ანალიზის უზრუნველყოფა
** ტესტირების ავტომატიზირებული სისტემების შემუშავება
** ტექნიკური პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 10-წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
** ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან და DevOps-პრაქტიკებთან მუშაობის გამოცდილება
** Laravel/ Symfony/ CodeIgniter ფრეიმვორქების ცოდნა-გამოცდილება
** HTML/CSS/JavaScript-თან მუშაობის გამოცდილება
** Client/Server არქიტექტურის კარგი ცოდნა
** Frontend და Backend ინტეგრაცია
** MySQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** API-ებთან მუშაობისა და მესამე მხარის სერვისების ინტეგრაციის გამოცდილება
** GIT-თან მუშაობის გამოცდილება
** გამოცდილება შემდეგი სერვისების გამოყენებაში: Amazon Web Services, Sentry, WireGuard, Expo Application Services, Grafana, Minio, Google Cloud Platform
** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა

ქცევითი კომპეტენციები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
** პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაკის პარკის კამპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5;
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2025 წლის 1 სექტემბრამდე მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მთავარი პროგრამისტი/ Senior PHP Developer.

ყურადღება: დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.

ვაკანსიის ფარგლებში რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია