Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=654044&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ლემონსი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
"ლემონსი" 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები. გაეცანი ვებგვერდს http://www.lemons.ge, ინფორმაციას კომპანიის შესახებ და საქმიანობის სფეროებს.

კომპანია "Lemons" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული კვირაში 40 საათი;
მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდუბე;
ანაზღაურება: 3500-4000 ლარი დარიცხული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საგადასახადო პორტალზე ატვირთული დოკუმენტაციის კონტროლი;
** მიმდინარე ხარჯების დარიცხვები;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** სალაროს/ბანკის ოპერაციები;
** ხელფასის გაანგარიშება/დარიცხვა/გადარიცხვა;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშგების შედგენა და დეკლარაციების წარდგენა
შემოსავლების სამსახურში;
** ბუღალტრული და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების სისწორისა და სრულყოფის კონტროლი;
** დეკლარაციების მის პროგრამულ ბაზასთან შესაბამისად და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მომზადება და წარდგენა;
** ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი

ძირითადი მოთხოვნები, რის საფუძველზეც შეირჩევა კანდიდატი:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული პროგრამა ORIS;
** კომპიუტერული პროგრამები Microsoft Office;
** ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი;
** საგადასახადო კანონმდებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@lemons.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია