Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=654043&print=yes&view=jobs
 
დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: GAC - საქართველოს აუდიტორული კომპანია
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 12 აგვისტო
შპს "GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია" დაარსდა 2012 წელს, კომპანია ოპერირებს შემდეგი მიმართულებით: ფინანსური აუდიტი; საგადასახადო აუდიტი, საკონსულტაციო მომსახურება, საგადასახადო დავებში მხარდაჭერა, იურიდიული მომსახურება, HR მომსახურება.

"GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზირი;
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე 11:00-19:00.

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** ოფიციალური წერილების მომზადება და გაგზავნა;
** კომპანიის კლიენტებთან კომუნიკაცია და ადმინისტრაციული საკითხების კონტროლი;
** დირექტორის კალენდრის მართვა;
** შიდა ორგანიზაციული შეხვედრების, ბიზნეს ვიზიტების/მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა;
** მიმდინარე სტრატეგიულ ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
** პრეზენტაციების, დოკუმენტაციების, ოფიციალური წერილების, რეპორტების მომზადება;
** სხვადასხვა პროექტში ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მნიშვნელოვანია უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მნიშვნელოვანია MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: auditcompanygac@gmail.com 2025 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - დირექტორის ასისტენტი.

კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია