Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
სასტუმრო "Rooms Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს და თანამშრომლების დაცვა;
** ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
** პრობლემებისა და უჩვეულო საკითხების ჩანაწერების წარმოება;
** პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
** ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის მიწოდება;
** სხვადასხვა ცვლაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/BQw8k38Uia
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე