დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Glarros OldTown
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 აგვისტო
|
სასტუმრო "Glarros Old Town" მდებარეობს თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს).
"Glarros Old Town" სტუმრებს სთავაზობს 75 დიზაინერულად გადაწყვეტილ ელეგანტურ ნომერს. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია ერწყმის თანამედროვე ელეგანტურობას. სასტუმრო "Glarros Old Town" აერთიანებს ძველი ქალაქის აურას და თანამედროვე დახვეწილ სტილს. ჩვენი უმთავრესი ღირებულება გულთბილი მასპინძლობა და სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი დღეების შექმნაა.
სასტუმრო "Glarros Old Town" -ში განთავსებულია 1 რესტორანი და ღია ტიპის კაფე-ტერასა, რომელიც სტუმრებს საუზმისა და "ა ლა კარტ" მენიუს მომსახურებას სთავაზობს.
სასტუმრო "Glarros Old Town" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის (დიასახლისის) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში განთავსებული ნომრების არსებული სტანდარტების შესაბამისად დალაგება;
** სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება;
** ქიმიკატების და სადეზინფექციო ხსნარების სტანდარტის და პროცედურების შესაბამისად გამოყენება.
სამუშაო პირობები: კვირაში 5 სამუშაო დღე (9 სთ ცვლა, 1 სთ შესვენება)
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას.
ძირითადი მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა სტუმრების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ქართული და სასურველია საბაზისო ინგლისური ენების ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას;
** ფიტპასს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე - e.machavariani@glarros.com
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "Glarros Old Town" მა, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|