დასახელება:
ორგანიზაციული დიზაინის მიმართულების 1 კატეგორიის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
თელასი
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 12 აგვისტო
|
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს გარე ვაკანსიას პერსონალთან მუშაობის სამსახურის ორგანიზაციული დიზაინის მიმართულების 1 კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება;
** მსგავსი პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** შრომის და სამოქალაქო სამართლის კარგი ცოდნა;
** რუსული ენა - თავისუფლად ფლობის დონეზე;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა :Microsoft Windows საოპერაციო სისტემა - MS Office; (Word, Excel, PowerPoint) MS Outlook;
** სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა: MS Project, MS Visio, SAP ERP-სისტემის HR მოდულები;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
უნდა იცოდეს:
** სახელმწიფო კანონებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებს, სამართლებრივი აქტების შიდა ლოკალურ ნორმატივებს, ორგანიზაციულ-განკარგულებით დოკუმენტებს, რომლებიც არეგულირებს სამსახურის საქმიანობის სფეროს,
** შრომის შინაგანაწესს;
** შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმებსა და წესებს; მართვისა და შრომის ორგანიზაციის საფუძვლებს;
** შრომის კანონმდებლობას;
** მუშაკების პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნები.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** ორგანიზაციულ-განკარგულებითი დოკუმენტების მომზადება და ლოკალურ- ნორმატიული აქტების შემუშავება მიმართულების კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის საზოგადოების თანამდებობრივი პირების ფუნქციებისა და მოვალეობის გადანაწილების განმსაზღვრელი დოკუმენტების.
** ღონისძიებების/პროექტების შესრულება და კოორდინირება ორგანიზაციული დიზაინის მიმართულებით.
** სს "თელასის" კორპორაციული პორტალის ადმინისტრირება და კონტროლი:
- საზოგადოების განახლებული და/ან ხელახლა დამტკიცებული ლოკალურ- ნორმატიული აქტების განთავსება კორპორაციულ პორტალზე PUBLIUC/BAZA_LNA;
- გენერალური დირექტორის ბრძანებების განთავსება კორპორაციულ პორტალზე PUBLIUC/BAZA_PRIKAZ;
- სს "თელასის" შიდა ნორმატიული დოკუმენტების რეესტრის წარმოება;
** გენერალური დირექტორის მიერ მოწვეული ყოველკვარტალური საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების გაფართოებული თათბირების ორგანიზება, მათ შორის:
- გაფართოებული თათბირების ჩატარების ყოველკვარტალური გეგმა-გრაფიკების წარდგენა გენერალური დირექტორის დასამტკიცებლად;
- გაფართოებული თათბირის მონაწილეთათვის შეტყობინების გაგზავნა თათბირის ჩატარების შესახებ, თანდართული გამომსვლელთა პრეზენტაციებითა და თათბირზე დამსწრე პირების სიით;
- გაფართოებულ თათბირებზე დასწრების კონტროლის წარმოება;
- გაფართოებული თათბირების ოქმების წარმოება და დამტკიცებული გაფართოებული თათბირის ოქმების დაგზავნა;
- გენერალური დირექტორის მიერ გაფართოებულ თათბირზე გაცემული დავალებების რეესტრის წარმოება და მათი დათქმულ ვადებში შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
- გაფართოებული თათბირების რეესტრის წარმოება და სს "თელასის" სტრუქტურული ქვედანაყოფების პრეზენტაციების განთავსება/შენახვა;
- დამტკიცებული გაფართოებული თათბირების ოქმების განთავსება კორპორატიულ პორტალზე PUBLIUC/BAZA_PROTOCOL და გადაცემა ქართულ ენაზე სათარგმნელად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით.
აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე.
სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|