Робота для біженців з України
QA ტესტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: QA ტესტერი
მომწოდებელი: eMoney
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
სს "იმანი ჯორჯია" აცხადებს QA ტესტერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი, სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამული პროდუქტის სპეციფიკაციების გარჩევა, ანალიზი, ტესტირება
** ტესტირების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება და პრიორიტეტების განსაზღვრა
** პროგრამული პროდუქტის ხარისხზე და განვითარებაზე ზრუნვა
** ტესტირების დოკუმენტაციის მომზადება (Test Case/Check Lists, Test Plan)
** ახალი პრაქტიკების გაცნობა და მათი გამოყენება პროგრამული პროდუქტის გასაუმჯობესებლად
** მჭიდრო კომუნიკაცია გუნდთან და პროექტში მონაწილე როლებთან

სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის თანამდებობაზე
** ტესტირებასთან საჭირო დოკუმენტების მომზადების გამოცდილება
** მობილურ/ვებ აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება
** HTML/CSS საბაზისო ცოდნა
** SQL/Postman ცოდნა
** Jira/Confluence მუშაობის გამოცდილება
** Agile მეთოლოგიების ცოდნა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე მისაღები, ფიქსირებული)

აპლიკაციის მიღება:

ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე Hr@emoney.ge. გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე